ირაკლი კობახიძე - მოხარული ვარ, რომ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა საკუთარი გამონათქვამი შეასწორა
მოხარული ვარ, რომ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა საკუთარი გამონათქვამი შეასწორა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ კომენტარს.
საქმე ეხება ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დღევანდელ კომენტარს, რომელშიც მან ბოდიში მოიხადა რამდენიმე დღის გამოთქმული მოსაზრებისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.
აღნიშნული განცხადების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა NDI-ის ხელმძღვანელისგან საჯარო ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ირაკლი მეზურნიშვილს, რომ მან პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს NDI-ის ოფისის ხელმძღვანელმა საკუთარი გამონათქვამი შეასწორა. მადლობას გადავუხდი ირაკლი მეზურნიშვილს, რომ მან პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი ჩვენი ქვეყნის, ასევე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ინტერესების სადარაჯოზე იდგეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.