ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს სათანადო პოზიცია ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, ანტიჩინური კამპანიის წარმოება შემაშფოთებელია
ასეთი კამპანიების მიზანი არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება, ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან, ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისათვის, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს თინა ხიდაშელისა და პოლონელი ანალიტიკოსის, მარჩილ პჩიხოდნიაკის მოსაზრებების შესახებ, რომელიც მედიაში გამოქვეყნდა.
„როდესაც ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, ესეც არის შემაშფოთებელი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ჰქონდეს სათანადო პოზიცია ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, – განაცხადა კობახიძემ.