ირაკლი კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უკრაინაზე პირველი შეტევა ბელარუსიდან განახორციელა, უკრაინას არ გაუწვევია ბელარუსის ელჩი, გაიწვია ელჩი საქართველოდან, ამას არავითარი ახსნა არ აქვს
ირაკლი კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უკრაინაზე პირველი შეტევა ბელარუსიდან განახორციელა, უკრაინას არ გაუწვევია ბელარუსის ელჩი, გაიწვია ელჩი საქართველოდან, ამას არავითარი ახსნა არ აქვს

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე პირველი შეტევა ბელარუსიდან განხორციელდა, უკრაინას არ გაუწვევია ბელარუსის ელჩი, გაიწვიეს ელჩი საქართველოდან, ამას არავითარი ახსნა არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ გარკვეულ ძალებს აქვთ ინტერესი, კიდევ უფრო მეტად დაძაბონ ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის.

„ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც გაახმოვანა უკრაინის ხელისუფლებამ. თავის დროზე, გახსოვთ, უკრაინის ელჩი გაიწვიეს საქართველოდან, რასაც არავითარი ახსნა არ ჰქონდა. წარმოიდგინეთ, ბელარუსის ელჩი არ გაუწვევიათ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეტევა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან სწორედ ბელარუსის მიმართულებიდან განხორციელდა, ბელარუსიდან შევიდნენ რუსული ტანკები უკრაინაში. არ გაუწვევიათ ბელარუსის ელჩი, გაიწვიეს ელჩი საქართველოდან. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს.

სამწუხაროდ, ქვეყანა ომის მდგომარეობაშია და, შესაბამისად, ზეგავლენის ხარისხი ამ ქვეყანაზე არის სერიოზული. სამწუხაროა, რომ გარკვეულ ძალებს აქვთ ინტერესი, კიდევ უფრო მეტად დაძაბონ ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ვერავის შევყვებით. ჩვენი სურვილი და ამოცანაა, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.