ირაკლი კობახიძე - მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, მანდატი, რომელიც ხალხმა დღეს უნდა მოგვანიჭოს, „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებულ ნდობას ეფუძნება
მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა დღეს უნდა მოგვანიჭოს, ქართველი ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებულ ნდობას ეფუძნება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
კობახიძის თქმით, ქართველმა ხალხმა გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და, მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, მტკიცედ დადგა მშვიდობის, განვითარების მხარეს.
„პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ის, რომ საქართველოს დღეს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, პირველ რიგში, არის ბატონო ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, – განაცხადა კობახიძემ.