ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილს ოჯახმა უნდა შეუტანოს სათანადო კალორაჟის საკვები, მიმდინარეობს თვითდაზიანების პროცესი, ამაში ჩართულია პატიმარი, მისი ოჯახი, ეს არის გაუგონარი მოვლენა
მიხეილ სააკაშვილს ოჯახმა უნდა შეუტანოს სათანადო კალორაჟის საკვები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„მე შემიძლია, გავიმეორო ჩვენი მოწოდება. მოწოდება არის, რომ ოჯახმა მიხეილ სააკაშვილს უნდა შეუტანოს სათანადო კალორაჟის საკვები. ეს არის მთავარი. მიმდინარეობს თვითდაზიანების პროცესი, ამაში არის ჩართული პატიმარი, ამაშია ჩართული ოჯახი. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგონარი მოვლენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.