ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლიეტუვაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი თანდათან კარგავს აქტუალობას.

„მიხეილ სააკაშვილი შეიძლება ჰქონდეს ბევრი რამის მოტივაცია, თუმცა ის თანდათან კარგავს აქტუალობას საქართველოში. ამის მორიგი დასტური იყო შუალედური არჩევნების შედეგები, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა საქართველოში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას მე ამ ყველაფერს არ მივანიჭებდი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.