ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნა არის ერთგვარი პოლიტიკური თამაში და ბუნებრივია, ამ თამაშს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ვერ ექნება
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნა არის ერთგვარი პოლიტიკური თამაში და ბუნებრივია, ამ თამაშს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ვერ ექნება

მიხეილ სააკაშვილს უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოში, ის ამ დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, უკრაინისთვის მისი გადაცემა არის გამორიცხული და ვერავითარი რაღაც ფორმალური საფუძველი აქეთკენ სამართალდამცავ სისტემას ბუნებრივია, ვერ უბიძგებს.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუკი უკრაინიდან მოვიდა მოთხოვნა, როგორი იქნება ქართული მხარის პასუხი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „საქართველოს ხელისუფლებას წლების განმავლობაში გვქონდა გაგზავნილი მოთხოვნა, მისი გადმოცემის თაობაზე და წლები ეს მოთხოვნა იყო უგულვებელყოფილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ახლა რაღაცა ფორმალური საბაბით ამ მოთხოვნის გამოგზავნა არის ერთგვარი პოლიტიკური თამაში და ბუნებრივია ამ თამაშს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ვერ ექნება“.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ უკრაინის სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, ქართულ მხარეს მიმართოს სააკაშვილის დროებით გადაცემის შესახებ.