ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის საქმეა, წერილს ვის გაუგზავნის, არ წამიკითხავს, მგონი, არც არის საინტერესო
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის საქმეა, წერილს ვის გაუგზავნის, არ წამიკითხავს, მგონი, არც არის საინტერესო

მიხეილ სააკაშვილის საქმეა, წერილს ვის გაუგზავნის, როგორ გაუგზავნის, არ წამიკითხავს, მგონი, არც არის საინტერესო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მიმართვას გამოეხმაურა.

„არ წამიკითხავს წერილი, მგონი, არც არის საინტერესო, მაგრამ არ ვიცი, მისი საქმეა, წერილს ვის გაუგზავნის, როგორ გაუგზავნის. რაც შეეხება მის თეორიულ შეწყალებას, პრეზიდენტს აქვს ამასთან დაკავშირებით არაერთგზის აქვს პოზიცია დაფიქსირებული და ეს არის საზოგადოებისთვის ცნობილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღია წერილით მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ითხოვს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში გაწეულ ხარჯებს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას.