ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის განცხადება მართლაც ანტისახელმწიფოებრივია, მას ზოგადად, პასუხისმგებლობა არ ახასიათებს
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის განცხადება მართლაც ანტისახელმწიფოებრივია, მას ზოგადად, პასუხისმგებლობა არ ახასიათებს

მიხეილ სააკაშვილის განცხადება მართლაც ანტისახელმწიფოებრივია, მას ზოგადად, პასუხისმგებლობა არ ახასიათებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, „მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის“.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება.

„უმძიმესია, მართლაც ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა, მაგრამ ამ ადამიანისგან და მისი პოლიტიკური ძალისგან მიჩვეული ვართ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება და ყველა პოლიტიკოსი განცხადებებს სათანადო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. მიხეილ სააკაშვილს პასუხისმგებლობა ზოგადად არ ახასიათებს და მისგან სხვას აქაც არ ველოდებოდით“, – განაცხადა კობახიძემ.