ირაკლი კობახიძე - მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკურად აქტუალური აღარ არის
ირაკლი კობახიძე - მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკურად აქტუალური აღარ არის

მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურად აქტუალური აღარ არის, დანარჩენი სამართლებრივი პროცედურებისა და ნორმების საქმეა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირებასთან დასმული კითხვის პასუხად კობახიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ქართული უწყებები იქნებიან ჩართული.

„მთავარია სამართლებრივად მოქმედება. პოლიტიკური კუთხით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სააკაშვილი აქტუალური აღარ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი დღეს დილით, კიევში დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშის თანახმად, სააკაშვილს 3-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება.