ირაკლი კობახიძე - მიხაილ როთი ცდილობდა, ჩართულიყო რევოლუციურ პროცესებში, რაც ჩაუვარდა, რა ფასი უნდა ჰქონდეს ოპოზიციისთვის მის ჩამოსვლას?
მიხაილ როთი ცდილობს, რაღაცნაირად მხარი დაუჭიროს ოპოზიციას, თუმცა მგონია, რომ კონტრპროდუქტიული იქნება ოპოზიციისთვის მისი საქართველოში ჩამოსვლა, იმდენად შელახული აქვს რეპუტაცია ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.
ირაკლი კობახიძის თქმით, როთი ცდილობდა, საქართველოში რევოლუციურ პროცესებში ჩართულიყო, თუმცა არ გამოუვიდა.
„ეს ადამიანი საზოგადოების თვალში არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული. ის ცდილობდა, ჩართულიყო რევოლუციურ პროცესებში და ჩაუვარდა მცდელობა. რა ფასი უნდა ჰქონდეს ოპოზიციისთვის მის ჩამოსვლას, არ ვიცი“, – აღნიშნა პრემიერმა.