ირაკლი კობახიძე - მეორე ფრონტისკენ მოწოდება როდესაც იყო, ოპოზიციიდან არავის გაუპროტესტებია, მხოლოდ „ქართული ოცნება“ აპროტესტებდა, ერთადერთია, ვინც ქვეყანას იცავდა
მეორე ფრონტისკენ პირდაპირი მოწოდებები როდესაც იყო, ოპოზიციიდან ეს არავის გაუპროტესტებია. ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, „ქართული ოცნება“ იყო, იმიტომ, რომ ერთადერთია, ვინც ქვეყნის მშვიდობას იყავდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის მობილიზება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების“ მიერ.
„მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის მობილიზება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების“ მიერ. თქვენ გახსოვთ, ოთხი წელი ჩვენ რა გამოვიარეთ, ოპოზიცია ომისკენ ექაჩებოდა ქვეყანას. გახსოვთ, მათი მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით მთავრობის ოფიციალური თანხმობით, პირდაპირ ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩართვას. მეორე ფრონტისკენ პირდაპირი მოწოდებები როცა იყო, არავის გაუპროტესტებია ოპოზიციიდან, ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, „ქართული ოცნება“ იყო, იმიტომ, რომ ერთადერთია, ვინც იცავდა ქვეყნის მშვიდობას. ჩვენ გვჭირდება ქუდზე კაცი, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს ასეც მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.