ირაკლი კობახიძე - მელია რომ ცალკე გავიდეს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება „ნაცმოძრაობას“, რომელსაც თითოეული პროცენტი ენანება, ისედაც ბევრი დაკარგა ბოლო პერიოდში
მელია რომ ცალკე გავიდეს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თითოეული პროცენტი ენანება, რადგან ბოლო პერიოდში ისედაც ბევრი დაკარგა.
„საშველს ვერ აყენებენ ხაბეიშვილი-მელიას დაპირისპირების და კონფლიქტის საქმეს. იმედია, ბოლომდე მიიყვანენ ამას. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ერთი იმას ცვლის, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი, მით უკეთესი ჩვენთვის. უკვე საკმაოდ დიდხანს გრძელდება და იმედია, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებენ ამ შიდა დაპირისპირებას და კინკლაობას. ეს, საბოლოო ჯამში, კარგია, რომ კიდევ უფრო მყარად დავასრულოთ 2024 საპარლამენტო არჩევნები.
მელია რომ ცალკე გავიდეს, ცალკე პარტია ჩამოაყალიბოს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, თითოეული პროცენტი ენანება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისედაც ბევრი დაკარგა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ერთი პროცენტიც მათთვის დასანანია, რომელსაც დაკარგავს მელიას გასვლის შემთხვევაში. ცოტა ენანებათ, მაგრამ თან შიგნითაც ვერ ტოვებენ. არ ვიცი, მათი საქმეა“, – განაცხადა კობახიძემ.