ჩვენს გმირ, უშიშარ და საამაყო მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„ეს ის ადამიანები არიან, ვისთვისაც სხვისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე წინ დგას, ვისთვისაც არ არსებობს ხიფათი, რომელსაც შეუშინდებიან მაშინ, როდესაც მათი დახმარება სხვას სჭირდება. ისინი თანამედროვე გმირები არიან და ამას ყოველდღე ამტკიცებენ.
მათი გმირობის ნათელი მაგალითია მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 13 ივნისის სტიქიის ღამეს, საკუთარი სიცოცხლის ფასად, შვიდი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. საქართველოს პარლამენტის სახელით, ქედს ვიხრი მისი და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მეხანძრე-მაშველის ნათელი ხსოვნის წინაშე.
საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი ღირსეული საქმის ასეთი სიყვარულისთვის, თავგანწირვისა და გმირობისთვის“, – წერს ირაკლი კობახიძე.
12 ივნისი მეხანძრე-მაშველის დღეა.