ირაკლი კობახიძე - მედვედევისა და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა
მედვედევი თუ ამბობს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, რუსეთის რეზოლუციაში „ნაცმოძრაობამ“ ჩაწერა ეს თავისი ხელით, ანუ მედვედევის და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა: „„რიანოვოსტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომ საქართველოს ხელისუფლება შორდება დასავლეთს, ასევე მედვედევი ომის დაწყებაში გვადანაშაულებს“.
კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ მისამართით უნდა დაისვას კითხვა, რატომ დაემთხვა მედვედევის განცხადება „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს.
„ნამდვილად არ ვეცნობი ხოლმე „რიანოვოსტის“ სტატიებს. ეს ინტერესი არ მაქვს, ეს ერთი. მეორე, რაც შეეეხება, მედვედევი თუ ამბობს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, მე შეგახსნებთ, რომ რუსეთის რეზოლუციაში „ნაცმოძრაობამ“ ჩაწერა ეს თავისი ხელით, ანუ ამ შემთხვევაში მედვედევისა და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ემთხვევა ერთმანეთს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.