ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ყველა დეტალი იყო შეთანხმებული და გავლილი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან
ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ყველა დეტალი იყო შეთანხმებული და გავლილი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან

თავიდან ბოლომდე დეტალების დონეზე ჩართული იყვნენ ევროკომისიის წარმომადგენლები, მათ შორის საელჩოს წარმომადგენლები ამ კანონპროექტის შემუშავებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა დეტალი იყო განხილული ევროპელ პარტნიორებთან.

„უხამსობის ნაწილშიც შესაბამისი ნორმებიც იქნა შეჯერებული ევროკომისიის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე კონსულტაციების რეჟიმში შემუშავდა და დამტკიცდა ეს კანონპროექტი, რომელიც არის დღეს გაგზავნილი პრეზიდენტთან ხელმოსაწერად. თავიდან ბოლომდე ყველა დეტალი იყო შეთანხმებული და გავლილი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, – განაცხადა კობახიძემ.