ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის მოთხოვნით, თითოეული დეტალი შეთანხმდა მათთან
ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის მოთხოვნით, თითოეული დეტალი შეთანხმდა მათთან

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის მოთხოვნით, ეს იყო პირდაპირ ევროკავშირის მოთხოვნა. ჩვენ არ გვქონდა არავითარი პოლიტიკური მიზანი და ინტერესი, რომ ასეთი კონკრეტული კანონი მოგვემზადებინა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ევროკავშირის მოთხოვნა იყო აღნიშნული კანონპროექტის მომზადება.

„თითოეული დეტალი შეთანხმდა ევროკავშირთან. ამის მიუხედავად, ოპოზიციამ მაინც მოახერხა სპეკულირება, მხარი არ დაუჭირა ამ კანონპროექტს. პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ ვეტო დაედო ამ კანონისთვის და ა.შ. ეს ყველაფერი ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ყველაფერს აკეთებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ეს ადამიანები. სადაც ევროკავშირის მოთხოვნა შესრულდა და ყველაფერი გავლილი იყო ევროკავშირთან, იქაც კი მოახერხეს სპეკულირება“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, სტანდარტებს აკმაყოფილებს.