ირაკლი კობახიძე - მარგველაშვილი ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, ასეთი ადამიანები არ შეესაბამებიან ქართულ პოლიტიკურ კულტურას
გიორგი მარგველაშვილისნაირი ადამიანები არ შეიძლება, იყვნენ ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.
„მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც მას უთხრეს, რომ 10 500 თუ რამდენი იყო, დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან ერთადერთი ასეთი რაღაცა თქვა, რომ 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო. ანუ გაყიდვა დაუშვა. აქედან ჩანს მისი სახე, ასეთი ადამიანები არ შეიძლება, იყვნენ ქართულ პოლიტიკაში, ასეთი ადამიანები არ შეესაბამებიან ქართულ პოლიტიკურ კულტურას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.