ირაკლი კობახიძე მაია ცქიტიშვილის შესაძლო პრემიერობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის ნაცვლად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დიდი ხანია ჭორები სხვადასხვა სახით ვრცელდება.
„ყველას მოვუწოდებ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს და ჭორებს არ აყვნენ. ეს ჩემი მოწოდებაა”, – განაცხადა კობახიძემ.