ირაკლი კობახიძე - მადლობა ქართველ ხალხს, გამოცდილ და ბრძენ ხალხს, გამარჯვების მთავარი ავტორიც არის ქართველი ხალხი
ირაკლი კობახიძე - მადლობა ქართველ ხალხს, გამოცდილ და ბრძენ ხალხს, გამარჯვების მთავარი ავტორიც არის ქართველი ხალხი

ამ 12 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო ოთხი წელი განსაკუთრებულად რთული იყო, ბევრი სირთულის გადატანა მოგვიწია, ვერცერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით, რომ არა ქართველი ხალხის გვერდით დგომა მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ქართველ ხალხს, გამოცდილ და ბრძენ ხალხს. მადლობა ერთად დგომისთვის. ამ გამარჯვების მთავარი ავტორიც არის ქართველი ხალხი. მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და  მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა კობახიძემ.

სამმა ქართულმა ტელეარხმა – „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.