ირაკლი კობახიძე - მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის, მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის, ყველაფერი წინ არის
ირაკლი კობახიძე - მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის, მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის, ყველაფერი წინ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ თურქეთის წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრი ეროვნულ ნაკრებს ღირსეული თამაშისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის! დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა! ყველაფერი წინაა!“ – წერს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ქალაქ დორტმუნდში გამართა. საქართველო-თურქეთის შეხვედრა ანგარიშით 1:3 დასრულდა.