ირაკლი კობახიძე - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ სიარული სჭირდება, შტაბის ხელმძღვანელი ამ ფუნქციას ვერ შეითავსებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვერ იქნება.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვერ იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
„მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სჭირდება სიარული, სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, გააჩნია, სად არის. შტაბის ხელმძღვანელი ამ ფუნქციას ვერ შეითავსებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე დაინიშნა.