საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრ რაიმუნდას კარობლისს ხვდება.
შეხვედრაზე ნატო-ში ინტეგრაციის გარდა, მხარეები სამხედრო განათლებასა და სწავლებებზე, სტრატეგიულ კომუნიკაციასა და კიბერუსაფრთხოებაზე ისაუბრებენ.
ირაკლი კობახიძის სამუშაო ვიზიტი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებით ლიეტუვაში გრძელდება. თავდაცვის მინისტრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს.