ირაკლი კობახიძე - ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები ნიშანდობლივია, პროვოკაცია მოაწყვეს იმ ადგილას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის სიმბოლიზმის ნაწილია
ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები არის აბსოლუტურად ნიშანდობლივი, ეს აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერას, არ უფრთხილდებიან არაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სიმბოლურიც არის, რომ მათ პროვოკაცია მოაწყვეს სწორედ იმ ადგილას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის ნაწილია.
„იქ მისული იყვნენ პირდაპირ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ზონდერობდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. ეს აჩვენებს მათ ხელწერას, თუმცა როგორც არ გაუვიდათ მათ არაფერი მთელი ამ წლების განმავლობაში, ასევე არ გაუვათ ასეთი პროვოკაციები არც მომავალში“, – აღნიშნა კობახიძემ.