საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლაშა ტალახაძეს გამარჯვებას ულოცავს.
„საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება. ლაშა ტალახაძემ ისევ დაუმტკიცა ყველას, რომ ყველაზე ძლიერი ადამიანია. მოპოვებული სამი ოქრო და დამყარებული რეკორდების მართლაც რეკორდული რაოდენობა ქართველის ანგარიშზე! ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს”, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.
ლაშა ტალახაძემ დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში 474 კგ. დაძლია და სამივე ოქროს მედალი (ატაცი, აკვრა, ორჭიდი) მოიპოვა.