ირაკლი კობახიძე - კომიტეტის გადასაწყვეტია, რა ფორმით გაიმართება კონსულტაციები პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს შორის
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოწვევა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის პრეროგატივაა.
ჟურნალისტებთან საუბარში კობახიძე იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის გათვალისწინებით, კობა გვენეტაძე პარლამენტში 27 ნოემბერს წარდგება.
„ლარის კურსთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმით გაიმართება კონსულტაციები პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.
განცხადება, რომ კობა გვენეტაძეს პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.