ირაკლი კობახიძე - კრიტიკის ადრესატი უნდა იყოს არა „რუსთავი 2“, არამედ „ნაციონალური მოძრაობა“
ირაკლი კობახიძე - კრიტიკის ადრესატი უნდა იყოს არა „რუსთავი 2“, არამედ „ნაციონალური მოძრაობა“

კრიტიკის ადრესატი უნდა იყოს არა „რუსთავი 2“, არამედ „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა 7 ივლისს „რუსთავი 2“-ის ეთერით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგსა და ტელეკომპანიასთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, „რუსთავი 2“ ამ პოლიტიკური ძალის განშტოებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს უმძიმესი პროვოკაცია განხორციელდა „რუსთავი 2“-ის ხელით, მე არა მგონია, რომ ადრესატი თუნდაც აგრესიისა და კრიტიკის უნდა იყოს „რუსთავი 2“, ამ ყველაფრის ადრესატი უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“.„ რუსთავი 2“-იც არის მხოლოდ განშტოება ამ პოლიტიკური ძალის. აქედან გამომდინარე, არასწორია, რომ ადრესატი არის ჟურნალისტი თუ ტელევიზია. ადრესატი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომლესაც აქვს აბსოლუტურად მტრული დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.