ირაკლი კობახიძე - კოტე პეტრიაშვილი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ვულოცავ მას წარმატებას, ნიკოლოზ მაისურაძეს ვულოცავ მსოფლიოს ვიცეჩემპიონობას, ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე
კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი 17-წლამდელთა შორის და მინდა, მას მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, ასევე, ნიკოლოზ მაისურაძეს მივულოცო მსოფლიოს ვიცეჩემპიონობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და ამ ტენდენციის ხელშეწყობისთვის ყველაფერი გაკეთდება.
„იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმამ, კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი 17-წლამდელთა შორის და მინდა, მივულოცო ძალიან დიდი წარმატება. ასევე, ნიკოლოზ მაისურაძეს, მინდა, მივულოცო მსოფლიოს ვიცეჩემპიონობა. ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება, რათა ამ ტენდენციას ხელი შევუწყოთ. დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება ექნება ქართულ სპორტს, რისთვისაც ძალისხმევას არ დავაკლებთ“, – განაცხადა პრემიერმა.