ირაკლი კობახიძე - კონსულტაციები დაგვჭირდება ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შემდეგ ვისაუბრებთ ომბუდსმენობის კონკრეტულ კანდიდატებზე, ჩვენ ვერავითარ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ
ირაკლი კობახიძე - კონსულტაციები დაგვჭირდება ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შემდეგ ვისაუბრებთ ომბუდსმენობის კონკრეტულ კანდიდატებზე, ჩვენ ვერავითარ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ ისაუბრებენ კონკრეტულ კანდიდატებზე, რომლებიც სახალხო დამცველის თანამდებობისთვის იქნებიან შერჩეული.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოპოზიციასთან ერთად უნდა მიიღონ და მმართველი გუნდი ვერავითარ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ოპოზიციასთან ერთად. 90 ხმა სჭირდება პარლამენტში ამ გადაწყვეტილების მიღებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავითარ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. დაგვჭირდება კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ, ბუნებრივია, ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე. დღეს ვერც ერთ სახელსა და გვარზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.