ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს აცნობს
ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს აცნობს. შეხვედრა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს წინა ცვლილებების შესახებაც მუხლობრივად მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი ავტოკრატიას სრულად გამორიცხავს.
ირაკლი კობახიძის გამოსვლის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დასვას კითხვები და საკუთარი აზრი გამოთქვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.