ირაკლი კობახიძე - კოაბიტაცია დიდწილად იყო იძულება, თუმცა ალბათ შეიძლებოდა ამ ყველაფრის გაკეთება განსხვავებული ხარისხითა და ფორმით
კოაბიტაცია რა თქმა უნდა, დიდწილად იყო იძულება, თუმცა ალბათ შეიძლებოდა ამ ყველაფრის გაკეთება განსხვავებული ხარისხითა და ფორმით“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ალბათ გარკვეული შეცდომები აქაც იყო დაშვებული და სამომავლოდ ამის გამოსწორებაც საჭიროა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დაშვებული ერთ-ერთი შეცდომა წინა ხელისუფლებასთან გამოცხადებული კოაბიტაცია იყო.