ირაკლი კობახიძე - ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, გადაეცა ჯილდო, ამ ადამიანებს გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ, მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას
ბოლო დღეებში ყველა ფეხბურთით, ყველა სპორტით ცხოვრობს და დღევანდელი დღეც ამით იყო გამორჩეული. დღეს ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, რაც დაფასებას იმსახურებს.
„ბოლო დღეებში ყველა ფეხბურთით, ყველა სპორტით ცხოვრობს და დღევანდელი დღეც ამით იყო გამორჩეული. დღეს ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახელმწიფოს ვალია დიასპორაზე ზრუნვა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა და მათი საქართველოსთან კავშირის შენარჩუნება, დამყარება. სახელმწიფო მოქმედებს სწორედ ამ პასუხისმგებლობით. დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება. დღეს დაჯილდოვდა დიასპორის არაერთი წარმომადგენელი იმ განსაკუთრებული დამსახურებისთვის, რომელიც მათ მიუძღვით ქვეყნის წინაშე. საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას“, – აღნიშნა პრემიერმა.