ირაკლი კობახიძე - ხმების პარალელური გადათვლის შედეგებს და ყველა სხვა საკითხს, რომელიც უკავშირდება არჩევნებს, საგამოძიებო კომისია შეისწავლის
ხმების პარალელური გადათვლის შედეგებს და ყველა სხვა საკითხს, რომელიც უკავშირდება არჩევნებს, საგამოძიებო კომისია შეისწავლის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის შექმნას საგამოძიებო კომისია და ამის მზადყოფნა არაერთხელ გამოითქვა.
„ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, მათ შორის შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ თუნდაც ეს უხეში ხარვეზი იყოს გამოძიებული ამ ფორმატში, ანუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში. რა თქმა უნდა PVT-საც და ყველა სხვა საკითხსაც, რომელიც უკავშირდება არჩევნებს, შეისწავლის საგამოძიებო კომისია. მანამდე შემოვლენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში და ერთობლივად ჩამოყალიბდება. ნახევარი უნდა იყოს უმრავლესობა, ნახევარი ოპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.