ირაკლი კობახიძე - ხელოვნური კრიზისის შედეგად უფრო მჭიდრო გახდა ჩვენი მეგობრობა ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან, ოპოზიციაში წარიმართა დაშლის პროცესი
მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდა, რაშიც, ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ აქვს განსაკუთრებული წვლილი შეტანილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კარგია, რომ საბოლოო ჯამში, პროცესი სრულდება შეთანხმებით და ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა. ამასტან, როგორც კობახიძე ამბობს, ამ ნაწილს უკვე შეუძლია, რომ ჩაერთონ ნორმალურ საპარლამენტო მუშაობაში.
„პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი შარლ მიშელს და ზოგადად, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, მაგობრებს მათი ჩართულობისთვის. მათ ძალიან დიდი ძალისხმევა, ენერგია დახარჯეს, რათა შეთანხმება მიღწეულიყო. ჩვენ გვქონდა მათთან ძალიან მჭიდრო კოორდინაცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდა, რაშიც, ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ აქვს განსაკუთრებული წვლილი შეტანილი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავკაეთეთ საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. დანიელსონის დოკუმენტს, ევროკავშირის დოკუმენტს სრულად ვაწერდით ხელს. ამის შემდეგ, წარმოდგენილი იქნა მცირე კორექტივებით დამატებითი დოკუმენტი და ამასთან დაკავშირებითაც, გამოვხატეთ ჩვენი შესაბამისი პოზიცია. რასაც აფასებენ როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი ჩვენი კოლეგები და მეგობრები.
მინდა, გითხრათ, რომ ამ ხელოვნურმა კრიზისმა, რომელიც რეალურად შეიქმნა ოპოზიციის მხრიდან, მოიტანა რეალურად შედეგი, რომ უფრო მჭიდრო გახდა ჩვენი მეგობრობა, ურთიერთობა ჩვენს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან, ოპოზიციაში, განსაკუთრებით რადიკალურ ნაწილში წარიმართა დაშლის პროცესი. „ქართული ოცნება“ არის სრულად კონსოლიდირებული. ეს არის საბოლოო შედეგები იმ ხელოვნური კრიზისის, რომელიც შეიქმნა. ძალიან კარგია, რომ საბოლოო ჯამში, პროცესი სრულდება შეთანხმებით და ჩვენ ვიხილავთ ოპოზიციის ნაწილს სულ მცირე, პარლამენტში. იმ ნაწილს, რომელიც იქნება გამიჯნული რადიკალური ნაწილისგან და ეს მათ უნდა მივულოცოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი საბოლოოდ ახერხებენ და დაეხსნებიან ოპოზიციის რადიკალურ ფრთას. მათ შეუძლიათ, უკვე კონსტრუქციულ პროცესებში ჩაერთონ, ჩაერთონ ნორმალურ საპარლამენტო მუშაობაში, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ქვეყანამ მეტად წინ წაიწიოს. ჩვენ გადავერთოთ აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგზე. არის უამრავი პრობლემა, მათ შორის კოვიდთან დაკავშირებული, ეკონომიკური, სოციალური, ამაზე უნდა იმუშაოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ და ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.