ირაკლი კობახიძე - ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, საგანგებოდ გამოვყავით დამატებითი ყოველწლიური თანხა ბიუჯეტში, რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას
ირაკლი კობახიძე - ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, საგანგებოდ გამოვყავით დამატებითი ყოველწლიური თანხა ბიუჯეტში, რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას

ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამისათვის მთავრობამ საგანგებოდ გამოყო ყოველწლიური დამატებითი თანხა ბიუჯეტში, რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას.

„ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამისათვის ჩვენ საგანგებოდ გამოვყავით ყოველწლიური დამატებითი თანხა ბიუჯეტში, რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება იმისათვის, რომ კულტურის მიმართულება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს“, – განაცხადა კობახიძემ.