ირაკლი კობახიძე - ხაზარაძე არის ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსების მაგნიტი, „ლელო“ განწირულია, რომ ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ლელო“ აბსოლუტურად განწირულია იმისთვის, რომ ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს.
ირაკლი კობახიძეს დაუსვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სავარაუდოდ, „ლელოს“ შეუერთდება.
„ხაზარაძე არის ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსების მაგნიტი, ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, არავითარი რესურსი ასეთ მცირე შეერთებებს არ აქვს. მე მგონია, რომ „ლელო“ არის აბსოლუტურად განწირული იმისათვის, რომ ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.