ირაკლი კობახიძე - ხაბეიშვილის დამტვრეული არავის არაფერი უნახავს, მაქსიმუმ, კრამიტები დაამტვრიოს სახლში
ხაბეიშვილის დამტვრეული არავის არაფერი უნახავს, მაქსიმუმ, კრამიტები დაამტვრიოს სახლში, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.
„რაც შეეხება ხაბეიშვილს, მისი დამტვრეული არავის არაფერი უნახავს, მაქსიმუმ, კრამიტები დაამტვრიოს სახლში“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როცა თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედ მიიღებთ“.