ირაკლი კობახიძე - ხაბეიშვილი და მელია ყოველდღიურად უზიარებენ საზოგადოებას წყენას ერთმანეთის მიმართ, ასეთ პირობებში, რა მანიფესტი უშველის „ნაცმოძრაობას“
ირაკლი კობახიძე - ხაბეიშვილი და მელია ყოველდღიურად უზიარებენ საზოგადოებას წყენას ერთმანეთის მიმართ, ასეთ პირობებში, რა მანიფესტი უშველის „ნაცმოძრაობას“

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა როგორც არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე ვერავითარი მანიფესტი ვერ უშველის იმ პრობლემებს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმდენად ღრმა დაპირისპირებაა, რომ პარტიის რეიტინგი იკლებს.

„ორი კომიკური ფიგურაა, აქეთ ხაბეიშვილი, იქით მელია და ყოველდღიურად უზიარებენ საზოგადოებას წყენას ერთმანეთის მიმართ. ასეთ პირობებში რა მანიფესტი უშველის „ნაცმოძრაობას“, საზოგადოებას შეუძლია, განსაჯოს. იმდენად ღრმად არის წასული ეს დაპირისპირება, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნება შეუძლებელია. დაღმა ჩადის მისი რეიტინგი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.