ირაკლი კობახიძე - ხაბეიშვილი არასერიოზულია და მისი განცხადება კიდევ უფრო არასერიოზული, ის თავისი ჩანაწერებით არის ქურქუმალ ვაითი, რომელიც ქურქუმალ ვაითში შეიძლება, შეიტანო
ხაბეიშვილი ზოგადად არასერიოზულია და არ შეიძლება, მის რაიმე განცხადებაზე სერიოზული კომენტარი გაკეთდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დეტალებში ვერ შევა, რადგან არასერიოზულია თვითონ პერსონაჟი და მის მიერ გაკეთებული განცხადებები.
„კაციც არასერიოზულია და მისი განცხადება კიდევ უფრო არასერიოზული. თქვენ ხომ იცით, ის არის ჩვეულებრივად ქურქუმალ ვაითი თავისი ჩანაწერებით, რომელიც ქურქუმალ ვაითში შეიძლება, შეიტანო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სახელმწიფოს ყველა მოღალატე იქნება მხილებული, სანქცირებული ისევე, როგორც ფარცხალაძე, გავაგრძელებთ მოკვლევას და კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასახელებას“.