ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა ორი საოცარი ინვესტიცია განახორციელა, ერთპროცენტიანი „ფორმულა“ და ერთპროცენტიანი ხაბეიშვილი, ძალიან კარგია, თუ ასე გააგრძელებს
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა ორი საოცარი ინვესტიცია განახორციელა, ერთპროცენტიანი „ფორმულა“ და ერთპროცენტიანი ხაბეიშვილი, ძალიან კარგია, თუ ასე გააგრძელებს

კეზერაშვილმა განახორციელა ორი საოცარი ინვესტიცია, ერთპროცენტიანი „ფორმულა“ და ერთპროცენტიანი ხაბეიშვილი, ძალიან კარგია, თუ ასე გააგრძელებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტელეკომპანია „ფორმულას“ ახსენებს ხოლმე როგორც ერთპროცენტიან, ყველაზე არაღირებულ ინვესტიციას, რომელიც განახორციელა კეზერაშვილმა.

„ორი საოცარი ინვესტიცია აქვს. პირველ რიგში, საზოგადოება აფასებს ტელეკომპანიას და ამიტომ არის თქვენი რეიტინგი ერთი პროცენტი. შესაბამისი კომპანიები არსებობს, ვინც ზომავს ამ რეიტინგებს. მარტივად იზომება. „ნაციონალების“ კომპანიაც არსებობს, რომელიც ზომავს ამას და ნახეთ თქვენც, რა რეიტინგი გაქვთ. ჩვენი ტელევიზიები რა შუაშია. თქვენ თუ გაინტერესებთ „არანაცური“ ტელევიზიები, „ნაცურ“ ტელევიზიებზე დაახლოებით შვიდჯერ მეტი რეიტინგი აქვს.

„ფორმულა“ არის ერთპროცენტიანი ტელევიზია და ეს არის ყველაზე საოცარი ინვესტიცია. კეზერაშვილს ამ ტელეკომპანიაში ნაძარცვი ფული, მილიონობით დოლარი აქვს დახარჯული და ორი საოცარი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ერთი – ერთპროცენტიანი „ფორმულა“ და მეორე – ერთპროცენტიანი ხაბეიშვილი. ერთი მედიაში, მეორე – პოლიტიკაში. ძალიან კარგია, თუ ასე გააგრძელებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.