ირაკლი კობახიძე - კარგია, რომ ძალიან ბევრი 2-3%-იანი პოლიტიკური სუბიექტი იქმნება, ჩვენს საარჩევნო პოზიციებს ეს მეტად გააძლიერებს
ყველაფერს დრო გამოაჩენს. კარგია, რომ ძალიან ბევრი 2-3%-იანი პოლიტიკური სუბიექტი იქმნება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რამდენად მოსალოდნელია გიორგი გახარიას, ნინო ლომჯარიასა და სალომე ზურაბიშვილის ერთობა.
„ეს მეტად გააძლიერებს ჩვენს საარჩევნო პოზიციებს. ძალიან კარგია ის ტენდენცია, როგორც მიდის დღემდე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.