ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსზე პროგნოზის გაკეთება რთულია, ერთი ვარიანტია, რომ ოქტომბრის ბოლოს უარყოფითი დასკვნით სცადონ რევოლუციის მოწყობა, დეკემბერში კი შეცვალონ გადაწყვეტილება
ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსზე პროგნოზის გაკეთება რთულია, ერთი ვარიანტია, რომ ოქტომბრის ბოლოს უარყოფითი დასკვნით სცადონ რევოლუციის მოწყობა, დეკემბერში კი შეცვალონ გადაწყვეტილება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რთულია პროგნოზირება, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი.

კობახიძის თქმით, გარე ძალებისგან არის სერიოზული გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებზე.

„შარშანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ძალიან რთულია რაიმე პრგონოზის გაკეთება. ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ ცალსახად იქნება ობიექტური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს, მარტივად გავაკეთებდით პროგნოზს. მაგრამ შარშანდელი უსამართლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ძალიან გვიჭირს პროგნოზის გაკეთება, მით უმეტეს, რომ „გლობალური ომის პარტიის“ გავლენები ევროკავშრიზე არის ძალიან სერიოზული და მარტივად შეუძლიათ გავლენის მოხდენა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც, მათ შორის, ოქტომბერში უნდა გამოქვეყნდეს. ერთი ვარიანტია, რომ ოქტომბრის ბოლოს უარყოფითი დასკვნით სცადონ რევოლუციის მოწყობა, შემდეგ დეკემბერში შეცვალონ გადაწყვეტილება, მაინც მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ძალიან რთული გასათვლელია, გამომდინარე იქიდან, რომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გარე ძალებისგან არის სერიოზული გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებზე. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.