ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც ქულებს დაიწერს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, ოპოზიცია კი ქულების დაწერის შესაძლებლობას სწორედ ამის საპირისპიროში ხედავს
კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც ქულებს დაიწერს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, ახლა მათ ინტერესებში რა შედის, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, ხელისუფლებამ აღარ დაიწეროს ქულები და ქულები დაიწეროს ოპოზიციამ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში არის მშვიდობა და მშვიდობა რომ არის, საზოგადოება ხედავს, ეს არის ხელისუფლების დამსახურება და ამ მშვიდობითაც ხელისუფლება იწერს ქულებს.
„ქვეყანაში არის სიმშვიდე და ამითაც ბუნებრივია, ხელისუფლება იწერს ქულებს, რადგან სიმშვიდე მოწონს საზოგადოებას. ამ სიმშვიდიდან გამომდინარეობს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშან გვქონდა 10,4 პროცენტი, წელს ხუთი თვის განმავლობაში გვაქვს 11,2 პროცენტი. ამითაც ხელისუფლება იწერს ქულებს. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც ქულებს დაიწერს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, ახლა მათ ინტერესებში რა შედის, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, ხელისუფლებამ აღარ დაიწეროს ქულები და ქულები დაიწეროს ოპოზიციამ. ზუსტად ამის საპირისპიროში ხედავენ ისინი ქულების დაწერის შანსს, ეს არის ის, რომ აღარ იყოს მშვიდობა, იყოს ომი, აღარ იყოს სიმშვიდე და იყოს არეულობა, აღარ იყოს ორნიშნა ეკონომიკური განვითარება, იყოს ეკონომიკური რეცესია და არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებენ, რათა ქულები არ დაიწეროს ხელისუფლებამ და თავად დაიწერონ ქულები. აქ არის ერთი რამ არ ითვალისწინებენ და ეს არის თავიდან ბოლომდე მათი ბუნება, რომ საბოლოო ჯამში საქმე ეხება არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ეხება ქვეყანას და როდესაც ქვეყანა არის კარგად, ამ დროს ხელისუფლებაც არის კარგად – ეს მათთვის არის ცუდი, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, ოდნავ მაინც უდნა გაუწიონ მათ ამას ანგარიში. მაგრამ ამას არ აკეთებენ, რადგან ამას არ აკეთებდნენ თავის დროზე ხელისუფლებაში როცა იყვნენ და არც 2012 წლის შემდეგ, როცა არიან ოპოზიციაში“, – განაცხადა კობახიძემ.