ირაკლი კობახიძე - კახა კახიშვილს ორი კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვა
კახა კახიშვილის მხრიდან რაიმე ინტერესი თუ არის, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, მასთან კონსულტაციები გვექნება, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას კახა კახიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვებაზე.
„შემიძლია საიდუმლო გაგიმხილოთ, როდესაც არჩევნების შედეგ პარლამენტი ყალიბდებოდა, მას ორი სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვა. რაიმე ინტერესი თუ არის, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და შესაბამისად, მასთან კონსულტაციები გვექნება“, – აღნიშნა კობახიძემ.