ირაკლი კობახიძე ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო
ირაკლი კობახიძე ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატებთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო.

ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკა, რომელიც მისმა მეუღლემ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადასცა ეროვნულ ბიბლიოთეკას, 2 000-ზე მეტი უნიკალური გამოცემისგან შედგება.

მათ შორისაა საბჭოთა პერიოდში აკრძალული ლიტერატურა, თვითგამოცემები, ქართველ ემიგრანტთა გამოცემები, პერიოდიკა ქართულ და უცხოურ ენებზე, ასევე ჯანრი კაშიას პირადი არქივი.