ირაკლი კობახიძე - ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და სიმბოლურია, რომ ის წარმოადგენს საქართველოს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე
ირაკლი ღარიბაშვილი იყო წარმატებული ყველგან, სადაც ის დღემდე მოღვაწეობდა. ამას აქვს თავისი ძალიან მყარი და ლოგიკური საფუძველი, ეს არის განათლება და პროფესიონალიზმი, ეს არის პრინციპულობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის სახელმწიფოს, სამართლის, კანონის და ღირსების ფასი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის პატრიტიზმი. ირაკლი ღარიბაშვილს უყვარს თავისი სამშობლო და თავისი ხალხი, – ამის შესახებ საპარლამწენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი ქმნის მყარ რწმენას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი.
„ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი. მან ძალიან კარგად იცის სახელმწიფოს, სამართლის, კანონის და ღირსების ფასი. როგორც უკვე აღვნიშნე, მან მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და სიმბოლურია, რომ ის წარმოადგენს საქართველოს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ ისაუბრა და იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მიმართულებით იქნა გატარებული. „ირაკლი ღარიბაშვილს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი 2012 წლის დემოკრატიულ გარდატეხაში. მიუხედავად უმძიმესი რეპრესიებისა, რომელიც უშუალოდ მის ოჯახსაც შეეხო, ირაკლი ღარიბაშვილმა მიატოვა ძალზე წარმატებული კარიერა კერძო სექტორში და 2012 წელს უშიშრად დადგა ქვეყნის სამსახურში.
ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წელს გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი. მან ჩაიბარა წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი უმძიმესი, პოლიტიზებული სისტემა, რომლის მაღალჩინოსნები უშუალოდ იყვნენ ჩართული რეჟიმის დანაშაულებრივ საქმიანობაში. ბევრს ძნელად თუ წარმოედგინა, რომ ამ სიტემის თვისებრივი გაჯანსაღება რამდენიმე თვეში იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, ეს შეძლო ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ფუნდამენტურად გარდაქმნა სისტემა, პოლიციაში განამტკიცა ჰუმანიზმის პრინციპები და პოლიცია ჩააყენა ქვეყნისა და ხალხის სამსახურში. 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ რთულ პერიოდში გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამ პოსტზე მან გაატარა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რისი ერთგვარი კულმინაციაც იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. დღემდე, ირაკლი ღარიბაშვილი მოღვაწეობდა თავდაცვის სამინისტროში, სადაც მან გაატარა უმნიშვნელოვანესი რეფორმები ქართული ჯარის გასაძლიერებლად და ნატო-სთან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დასაახლოებლად. წარმატებას ვუსურვებ მომავალ პრემიერ-მინისტრს და მის სამთავრობო გუნდს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.