ირაკლი კობახიძე - იმედია, ზეპირ მოსმენებზე გაჟღერდება ობიექტური შეფასებები იმ ნაბიჯების მიმართ, რომლებიც გადადგა ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის კუთხით, მათ შორის 12 პუნქტის შესრულებაზე
ჩვენ გვაქვს იმედი, რომ თითოეულ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს ექნება ობიექტური შეფასება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას იმედი აქვს, რომ მოსმენებზე ობიექტური შეფასებები გაკეთდება.
„დაველოდოთ ზეპირ მოსმენას. იმედია, გაჟღერდება ობიექტური შეფასებები თითოეული იმ ნაბიჯის მიმართ, რომელიც გადაიდგა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის 12 პუნქტის შესრულების ნაწილში“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ევროკომისიაში განხილვა და ზეპირი მოსმენა გაიმართება.