ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, ივლისის შუა რიცხვებში 30-ვე მაჟორიტარი დასახელდება
იმედი მაქვს, ივლისის შუა რიცხვებში 30-ვე მაჟორიტარი მთელი ქვეყნის მასშტაბით დასახელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩვენი გეგმაა, რომ უახლოეს დღეებში დავასრულოთ შერჩევისა და განხილვის პროცესი. იმედი მაქვს, ივლისის შუა რიცხვებში უკვე 30-ვე მაჟორიტარი მთელი ქვეყნის მასშტაბით დასახელდება. უკვე ივლისის შუა რიცხვებიდან სრულმასშტაბიან საარჩევნო სამზადისზე უნდა გადავიდეთ.
რა თქმა უნდა, იქნებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე დიდი ხანია, არიან გუნდში, მაგრამ ასევე საკმაოდ ჭარბად იქნებიან წარმოდგენილი ახალი სახეებიც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.