ირაკლი კობახიძე - ილია თოფურიას დამსახურებას სჭირდება სათანადო დაფასება
ირაკლი კობახიძე - ილია თოფურიას დამსახურებას სჭირდება სათანადო დაფასება

იმისთვის, რომ ილია თოფურიას ჩვენ დავუფასოთ სათანადოდ ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც მან მოიპოვა თავისი შრომით, თავისი პატრიოტიზმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ აქტის განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ღირსების ორდენზე წარდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ილია თოფურიას დამსახურებას სჭირდება სათანადო დაფასება.

„დღეს სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის მისი ოფიციალური თანამდებობა. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის ხმების ხარჯზე მან შეინარჩუნა კონსტიტუციის დარღვევის მიუხედავად ეს თანამდებობა. ამას თავი დავანებოთ, ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგინების საფუძველზე. იმისთვის, რომ ილია თოფურიას ჩვენ დავუფასოთ სათანადოდ ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც მან მოიპოვა თავისი შრომით, თავისი პატრიოტიზმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ აქტის განხორციელება და სწორედ ამიტომ, მე და შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შესაბამისი წარდგინებით. ილია თოფურიას დამსახურებას სჭირდება სათანადო დაფასება“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს.