ირაკლი კობახიძე - გვარამიას გათავისუფლება ვერავითარ კავშირში ვერ იქნება კანდიდატის სტატუსთან, პირიქით, ეს არის დეპოლარიზაციის პუნქტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი
ირაკლი კობახიძე - გვარამიას გათავისუფლება ვერავითარ კავშირში ვერ იქნება კანდიდატის სტატუსთან, პირიქით, ეს არის დეპოლარიზაციის პუნქტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი

გვარამიას გათავისუფლება ვერავითარ კავშირში ვერ იქნება კანდიდატის სტატუსთან, გვარამიას გათავისუფლება, პირიქით, არის პირველი პუნქტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რაც გულისხმობს დეპოლარიზაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, გვარამიას შეწყალებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის სწორედ 12 პუნქტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი.

„ეს არის ტყუილი, გვარამიას გათავისუფლება ვერავითარ კავშირში ვერ იქნება კანდიდატის სტატუსთან, გვარამიას გათავისუფლება, პირიქით, არის პირველი პუნქტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რაც გულისხმობს დეპოლარიზაციას. გვარამია, რომელიც იყო პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქართულ პოლიტიკაში, გაათავისუფლა პრეზიდენტმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ დაუპირისპირდა დეპოლარიზაციის ინტერესს, შესაბამისად, ეს არის სწორედ 12 პუნქტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით განმარტებებს გააკეთებს.

„ჩვენ 12 პუნქტთან დაკავშირებით გავაკეთებთ დეტალურ განმარტებებს. გავაკეთებთ განმარტებებს საზოგადოებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ შესრულდა თითოეული პუნქტი. ამაზე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას და ასევე, ბუნებრივია, მივაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.